+995557979290 +995591100550 info@energywonder.ge

მზის პანელები

ჩვენ შეგვიძლია, მოგაწოდოთ და დავაყენოთ ყველანაირი მზის პანელი. მაგრამ რომელი მზის პანელია რეალურად ხელმისაწვდომი და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

ლურჯი პოლიკრისტალური მზის პანელები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მზის პანელებია. ამ სახის პანელებს ხელსაყრელი ფასი აქვს და საკმაოდ მაღალ შემოსავალს იძლევა. ეფექტურობა, შავ მონოკრისტალურ მზის პანელებზე ოდნავ დაბალი აქვს. თუ სახურავზე, საკმარისად დიდი სივრცეა ეს მზის პანელები, კარგი არჩევანია, რადგან შედარებით იაფია, ვიდრე შავი მონოკრისტალური მზის პანელები.

მონოკრისტალური                               პოლიკრისტალური

შავი მონოკრისტალური მზის პანელები

ამ მზის პანელებს უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ მ2-ზე, მაგრამ უფრო ძვირი ჯდება. ასეთი პანელები კარგი არჩევანია პატარა სახურავის მქონე სახლის მფლობელთათვის, რომელთაც სურთ მაქსიმალური ანაზღაურება მიიღონ.

ორივე ტიპის კრისტალური პანელი შესაფერისია სახურავისთვის. ამ ორი სახის პანელებს შორის მთავარი განსხვავება წარმოების პროცესია.  მონოკრისტალურად, მზის უჯრედები შედგება ერთი კრისტალისგან. ეს კრისტალები გამაგრების პროცესის შემდეგ მუშავდება და თავსდება იმავე მიმართულებით. პოლიკრისტალურთან ასე არ ხდება.  პოლიკრისტალური მზის უჯრედები შედგება რამდენიმე კრისტალისგან.

შუშის, მინის მზის პანელები

ეს მზის პანელები ჯერ კიდევ საკმაოდ ახალია და უფრო გრძელვადიანია, ვიდრე ყველა სხვა მზის პანელი. ასევე, მწარმოებლებიც უფრო მეტ გარანტიას იძლევიან ვიდრე სხვა პანელებზე. შესაბამისად, ფასი საკმაოდ მაღალია.