+995557979290 +995591100550 info@energywonder.ge

უფასო დენი პანელებისგან

 მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს მზის პანელების ენერგიის შედეგად მიღებულ ელექტრო ენერგიას . საქართველოშიც უკვე მიღებულია მზის პანელები . საქართველო არის იდეალური მზის პანელებისთვის , რადგან მთელი წლის განმავლობაში , ევროპასა და რუსეთის ქვეყნებთან შედარებით თითქმის 2- ჯერ მეტიენერგიის გამომუშავება შეუძლია მზის პანელებს .

მზის პანელების დამონტაჟების შემთხვევაში , ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა არ გვიწევს . მეტი ელექტროენერგიის გამომუშავების შემთხვევაში ( რაც დამოკიდებულია პანელების რაოდენობაზე ) შესაძლებელია ელექტროენერგიის ენერგოკომპანიებზე მიყიდვა .

საქართველოში ჯერ კიდევ არის ელექტროფიკაციის გარეშე დარჩენილი ადგილები , სადაც შესაძლებელია პანელების დამონტაჟება ქსელთან დაერთების გარეშე . ამ შემთხვევაში , პანელებთან ერთად საჭიროა აკუმულატორების დაყენება .

ერთი ან ორი პანელისგან შესაძლებელია ტელეფონის დატვირთვა და სახლის განათება , ხუთი პანელისგან უკვე შესაძლებელია საოჯახო ტექნიკის ( ტელევიზორი , სარეცხი მანქანა , მაცივარი ) ჩართვა . ეს ყველაფერი ქსელთან დაერთების გარეშეა შესაძლებელი . ქსელთან დაერთების შემთხვევაში დაზოგილი ელექტროენერგია მიაქვს ენერგოკომპანიას დასაჭიროების შემთხვევაში უკან გიბრუნდება .

გამოძახების მოთხოვნა